ადამიანი-ჟირაფი ხალხს კარგ განწყობას ჩუქნის

ადამიანი-ჟირაფი ხალხს კარგ განწყობას ჩუქნის

შოტლანდიაში ალტრუისტი ჟირაფი გამოჩნდა, რომელიც ქალაქის ქუჩებში დადის და ადამიანებს პატარა, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. იდეის ავტორი უმუშევარი არმსტრონგ ბეილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ადამიანებს გამხნევება და სიკეთე სჭირდებათ.

ჟირაფის ფორმაში გამოწყობილი, ის ადამიანებში ღიმილს იწვევს, ქუჩაში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, მოწყენილ გამვლელებს ცივ დღეებში ყავას ურიგებს, ბავშვებს სათამაშოებს ჩუქნის, ასეირნებს ძაღლებს და ყრის ნაგავს. როგორც BBC იუწყება, ჟირაფის სასაცილო ფორმა მას დედამ შეუკერა.

"ერთი წლის წინ ედინბურგის ქუჩაში დავინახე გორილას ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც უკრავდა. მან შესანიშნავ ხასიათზე დამაყენა და არა მხოლოდ მე, ყველა გამვლელი” - იხსენებს არმსტრონგი. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მას სიკეთის კეთების სურვილი, წერს Edinburgh Evening News.

თავად ბეილი ახლა საყვარელ ქალთან და გერთან ერთად, შოტლანდიის ქალაქ დანდიში ცხოვრობს.

"თავს ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, როგორ იცვლებიან ადამიანები ჩემი დანახვისას. რატომ ჟირაფი? იმიტომ, რომ მისი თავი ჩემსავით ცაშია, ხოლო გული იქაა, სადაც საჭიროა", - აღნიშნავს არმსტრონგი.

ადამიანი-ჟირაფი ახლა სპონსორს ეძებს, რომლის საშუალებით ეს საქმიანობა მისი მუდმივი სამსახური გახდება.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს