თინეიჯერები სიგარეტს სპეციალური ბარათის გარეშე ვერ შეიძენენ

თინეიჯერები სიგარეტს სპეციალური ბარათის გარეშე ვერ შეიძენენ

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, საიმონ ჩეპმანის ინიციატივით, მწეველები სიგარეტს სპეციალური ბარათის გარეშე ვერ შეიძენენ.

მწეველებმა მაღაზიაში სიგარეტის შეძენისას თან უნდა იქონიონ სიგარეტის შეძენის ლიცენზია ბარათის სახით, რომელიც 18 წლამდე მოზარდებზე არ გაიცემა. რაც მთავარია, ბარათზე სიგარეტის ღერების რაოდენობა შეზღუდულია. ვთქვათ, დღეში მხოლოდ 10 ღერი. სურვილის მიუხედავად, თუ ბარათის არსებული ლიმიტი ამოიწურება, სიგარეტის შეძენას იმ დღეს ვეღარ შეძლებთ.

განსაკუთრებული აქცენტი არასრულწლოვანებზე კეთდება; პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ ხერხით თინეიჯერები მავნე ჩვევაზე უარს იტყვიან.

რასაკვირველია, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და რამდენად მოხდება მისი რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია. საიმონის იდეას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს