Forbes-ის ბიზნესრეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

Forbes-ის ბიზნესრეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

Forbes-ის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში - "საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის" საქართველო 50-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის აზრით, ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად ჩილეში, ტაივანში, მონტენეგროსა და ბულგარეთში და უფრო ადვილი, ვიდრე რუსეთში, თურქეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სიას ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორე ადგილზე დანიაა, მესამეზე ჰონგკონგი, ათეულს კი დიდი ბრიტანეთი აგვირგვინებს. მეთორმეტე ადგილზე გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთმა და გერმანიამ კი, 20-21 ადგილები გაიყვეს. რაც შეეხება რუსეთს, მან 105-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდა 7 პროცენტს შეადგენს, თითოეულ სულზე მთლიანი პროდუქტის წილი კი 3203 დოლარს უდრის. სავაჭრო ბალანსის შეფარდება მშპ-სთან კი უარყოფითია: -12,8 პროცენტი.

რეიტინგის შედგენისას Forbes-ი ითვალისწინებდა როგორც გადასახადების სიმძიმესა და კორუფციის არარსებობას, ასევე ვაჭრობისა და მონეტარულ თავისუფლებას, ინვესტიციების დაცულობას, ბიზნესის გამჭვირვალობას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

რეიტინგის შედგენისას ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას და აღმავლობას Forbes წელს პირველად ითვალისწინებს და ექსპერტების აზრით, დანია თავის მოულოდნელ მეორე ადგილს სწორედ ქვეყანაში ტექნოლოგიურ ბუმს უნდა უმადლოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ