ტაფებით შექმნილი ქალის ფეხსაცმელი

ტაფებით შექმნილი ქალის ფეხსაცმელი

თუ უჟანგავი ქვაბები და ტაფები შეიძინეთ და ამასთან, მზარეულობა არ გიზიდავთ, ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მათი პორტუგალიაში გაგზავნაა, სადაც მხატვარი და სკულპტორი ჟუანა ვასკონსელუსი ცხოვრობს. ის სამზარეულოს ნივთებისგან შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

მისი ერთ-ერთი ახალი ნამუშევარი ქალის გიგანტური ფეხსაცმელია. მის შესაქმნელად ჟუანამ ათობით უჟანგავი ტაფა, მათი თავსახურები და ქვაბები გამოიყენა. მთელი ეს სამზარეულო ჭურჭელი ქალის ერთი წყვილი ფეხსაცმლის სკულპტურას მოხმარდა.

ინსტალაცია, რომელიც უკვე რამდენიმე მუზეუმში დაიდგა, შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს გენდერული თანასწორობა და სოციალური როლი შეახსენოს, რომელსაც ხშირად აიგივებენ სამზარეულოსთან.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს