მაღვიძარა, რომელიც მზის ამოსვლის იმიტაციას ქმნის

მაღვიძარა, რომელიც მზის ამოსვლის იმიტაციას ქმნის

ფინურმა კომპანია UnikkoNordic-მა შექმნა მაღვიძარა, რომელიც გათენების იმიტაციას ქმნის. ციფრული სამაგიდო საათი თხევადკრისტალური მნათობი ხელსაწყოთია აღჭურვილი. ის ნელ-ნელა ზემოთ ამოსვლას იწყებს, როდესაც პატრონის გაღვიძების დრო დგება.

ფუნქცია, რომელიც მზის ამოსვლის იმიტაციას ქმნის, მხოლოდ ესთეტიკურია. გარდა ამისა, მაღვიძარას შეუძლია 5 განსხვავებული  ხმა გამოსცეს. მნათობი ნაწილი კი სხვადასხვა ფერად შეგიძლიათ აანთოთ.

მაღვიძარას მფლობელს შეუძლია მუსიკა ძილის წინაც ჩართოს, ვინაიდან ბუნების ხმების იმიტაცია ფსიქიკაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ამ მრავალფუნქციურ მაღვიძარას Aurora Wake-Up Light-ი ქვია. ის შესაძლოა, სანათის მაგივრადაც გამოიყენოთ.

მისი ფასი ონლაიან მაღაზიებში 100 ევროა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს