11 წლის ჩინელ გოგონას მესამე მკლავი ზურგზე ეზრდება

11 წლის ჩინელ გოგონას მესამე მკლავი ზურგზე ეზრდება

11 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას მესამე მკლავი ზურგზე ეზრდება. როგორც ჩინელი ექიმები ამბობენ, გოგონას ზურგზე განვითარებული უზარმაზარი მასა ტყუპისცალის ნაწილია, რომელიც ვერ განვითარდა და გოგონას სხეულს შეეზარდა. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ზურგზე წამონაზარდი მკერდისგან და მკლავისგან შედგება, რომელსაც 2 თითი აქვს. პაციენტს ქირურგთა ჯგუფი პროფესორ ბაოგან პენგის მეთვალყურეობით მკურნალობს.

ემბრიონი ემბრიონში (Fetus in fetu) ძალიან იშვიათი მოვლენაა და მსგავსი ფაქტი 5 მილიონ შემთხვევაში ერთხელ ხდება. ამ დროს პათოლოგიურად განვითარებულ ემბრიონს ტყუპისცალის სხეულში ნახულობენ. მსგავსი შემთხვევების 80% მუცლის ღრუში ფიქსირდება, იშვიათია, როდესაც ემბრიონი თავის ქალას ეზრდება; შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ფაქტი ზურგზე დაფიქსირდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს