მაჭანკლობა ჩინურად

მაჭანკლობა ჩინურად

საუკეთესო მაჭანკლები ჩინელი მშობლები არიან, რომლებიც შვილებისთვის ქმრებსა და ცოლებს ქალაქ შანხაის პარკში თოკზე გაკიდებული განცხადების საშუალებით ეძებენ.

მშობლები გასათხოვარი და დასაქორწინებელი შვილების პირად ინფორმაციას, საკონტაქტო მონაცემებსა და ფოტოსურათებს ფურცელზე აკრავენ და პარკში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას სარეცხივით კიდებენ. ყველაზე მეტი მოთხოვნა იმ მამაკაცზეა, რომლის პირად მონაცემებშიც ავტომობილი და ახალგარემონტებული ბინაა მითითებული. მამაკაცებისთვის კი ყველაზე მიმზიდველია განცხადება, სადაც გასათხოვარი ქალბატონის პირად მონაცემებში ამოიკითხავთ: "ვარ ზრდილობიანი, კეთილი და მაქვს სტაბილური სამსახური".

მშობლები ისეთ განცხადებებს ეტანებიან, სადაც მითითებულია, რომ შვილების მომავალ პარტნიორს აქვს კარგი პროფესია და უნივერსიტეტის დიპლომი.

"ჩვენი შვილები ძალიან დაკავებულები არიან და გადატვირთული გრაფიკის გამო პაემანზე წასვლის დრო არ აქვთ, ან სასურველი პარტნიორი ვერ იპოვეს. ჩემი ვაჟი 28 წლისაა და უნდა ოჯახი შექმნას და შვილები შეეძინოს. განცხადება გამოვაქვეყნე და იმედი მაქვს, სასურველი პარტნიორი გამოეხმაურება", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მომზადებულია in2eastafrica.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს