ბრიტანელი ქათამი 8-მდე ითვლის

ბრიტანელი ქათამი 8-მდე ითვლის

ბრიტანელი ქათამი, მეტსახელად კეროლ ვორდერმანი 8-მდე ითვლის. 47 წლის დიასახლისი ჰელენ ჯონსი გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი ქათამი ბანქოს ქაღალდზე ნისკარტით იმდენჯერ აკაკუნებდა, რამდენ გამოსახულებასაც ბანქოზე ხედავდა. მისი თქმით, კეროლი ჯერჯერობით მხოლოდ 8 გამოსახულებას არჩევს, თუმცა დიასახლისი გონიერ ფრინველს ავარჯიშებს და იმედოვნებს, რომ მეტ წარმატებას მიაღწევს.

როგორც ჰელენი ამბობს, ქათამთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა "მეცადინეობის" მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. დიასახლისი ფრინველს საშუალოდ 2-3 წუთის განმავლობაში ავარჯიშებს. თითოეული სწორი პასუხისთვის კეროლი ჯილდოს იღებს.

კეროლის მიბაძვას სხვა ქათმებიც ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

მომზადებულია Novostiua.net-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს