სოფელ რენეში დაწყებით სკოლას აუქმებენ

სოფელ რენეში დაწყებით სკოლას აუქმებენ

კასპის რაიონის სოფელ რენეში დაწყებით სკოლას აუქმებენ - ამის შესახებ სკოლის ერთადერთ პედაგოგს ხათუნა ქასოშვილს განათლების რესურსცენტრიდან 2012 წლის 14 ნოემბერს შეატყობინეს. ამ ინფორმაციის სოფელში გავრცელების შემდეგ მშობლებმა საპროტესტო შეკრება მოაწყვეს. მათი განცხადებით, სკოლის გაუქმების შემდეგ მოსწავლეებს მეზობელ სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში 3 კმ მანძილზე მოუწევთ სიარული.

"ბავშვები ამ მანძილზე ქარსა და სიცივეში ვერ ივლიან", - აცხადებენ მშობლები.

ადგილობრივი მკვიდრის, ალიკა მელაძის განცხადებით, ერთადერთი საკლასო ოთახი, სადაც პირველი-ოთხი კლასი ორ ცვლად სწავლობს, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაარემონტა და შეინარჩუნა. თუმცა სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩადის. შენობას არც ელექტროენერგია არ მიეწოდება და სველი წერტილიც არ გააჩნია.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა