კახი კალაძის ოფიციალური შეხვედრის დროს სამინისტროში შუქი ჩაქრა

კახი კალაძის ოფიციალური შეხვედრის დროს სამინისტროში შუქი ჩაქრა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და ყაზახეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ერბოლ ორიმბაევის შეხვედრის დროს ელექტროენერგია გაითიშა.

ენერგეტიკის სამინისტრო ახლადაშენებული იუსტიციის სახლის მე-4 სართულზე მდებარეობს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, ვინაიდან შაბათია და დასვენების დღეა, ტექნიკურ პერსონალს არ ეგონა, რომ ენერგეტიკის სამინისტროში ვინმე იმყოფებოდა და მით უფრო იქ ორი ქვეყნის მთავრობის საქმიანი შეხვედრა იმართებოდა.

ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრების შეხვედრა უშუქოდ დიდხანს არ გაგრძელებულა. ელექტროენერგია 10 წუთში ჩაირთო.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს