პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია

პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია

ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა პოპულარობით ბებიას - დედოფალ ელისაბედ II აჯობა. სოციალური კვლევა ლონდონის უნივერსიტეტმა - King's College-მა და სამსახურმა Ipsos MORI-მ ჩაატარა.

უინძორების დინასტიაში ყველაზე დიდი სიმპატია სწორედ 30 წლის პრინცმა უილიამმა დაიმსახურა. რეიტინგის პირველი ადგილი მას რესპოდენტების 62%-მა მიანიჭა.

მეორე ადგილზე დედოფალი ელისაბედ II - 48%-ით გავიდა. რეიტინგის პირველ სამეულს უილიამის ძმა, პრინცი ჰარი ასრულებს 36%-ით. მას მოსდევს უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტი - 23% და ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი - 21%.

"ბევრი ბრიტანელი იზიარებს იდეას, რომ გვირგვინი ელისაბედ II პირდაპირ პრინც უილიამს გადასცეს. უილიამი ახალგაზრდაა, კარგად გამოიყურება და პოპულარულია", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა როჯერ მორტიმორმა.

ბრიტანელებმა ცალსახა პასუხი გასცეს კითხვას, აქვს თუ არა ქვეყანას მონარქიის გაუქმებისა და რესპუბლიკად გადაქცევის პერსპექტივა. მონარქიის შენარჩუნებას გამოკითხულთა 79%-მა, ხოლო რესპუბლიკას -16%-მა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელები თვლიან, რომ სამეფო ოჯახის შენახვა მათ ძალიან ძვირი უჯდებათ და მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს