დუშეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დაამტკიცა. გერბის ფერი ორ ნაწილად იყოფა. გერბის ცენტრში მოთავსებულია მეომრის ოქროს არჭურვილობა – ჯაჭვის პერანგი, აღმოსავლური ფარი და ხმალი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი ციხე-სიმაგრის ფორმის გალავანი. დუშეთის დროშა წითელი ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს წარმოადგენს რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი