"ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის დევნილი აქტივისტი პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში ვერ მოხვდა

"ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის დევნილი აქტივისტი პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში ვერ მოხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის აქტივისტი ზვიად ხვედელიძე, რომელსაც გურჯაანის სასამართლომ 2012 წლის 12 იანვარს, დაუსწრებლად, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში ვერ მოხვდა.

ზვიად ხვედელიძე საქართველოდან უკვე 10 თვეა გაქცეულია. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელები წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ.

სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ხვედელიძე დამნაშავედ სცნო.

ხვედელიძის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა. ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხვედელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაგებულ მახეში გაება. მას ბრალად გაუპატიურების მცდელობა წაუყენეს, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი კი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია, რომელიც კუდ-თან თანამშრომლობდა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა