პრინცი უილიამის ფოტოსესიას სახელწიფო საიდუმლო ემსხვერპლა

პრინცი უილიამის ფოტოსესიას სახელწიფო საიდუმლო ემსხვერპლა

ნისლიანი ალბიონი ისევ აღელვებულია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მორიგი სკანდალია, თუმცა ამჯერად არავინ გაშიშვლებულა, საფრთხე ბრიტანეთის სახელმწიფო საიდუმლოს ეხება.

პრინცი უილიამის ფოტოსესიას სახელწმიფო საიდუმლო ემსხვეპლა. ტახტის მემკვიდრის პიარ-სამსახურმა გადაწყვიტა, პრინცისთვის მორიგი ფოტოსესია მოეწყო, რომელიც უელსში, სამხედრო ბაზაზე გადაიღეს.

ფოტოები სახელწოდებით - ”ერთი დღე ცხოვრებიდან”, კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა და შემდეგ უამრავ ტაბლოიდში დაიბეჭდა. ფოტოებზე პრინცი უილიამის სამხედრო ცხოვრების დღეა აღბეჭდილი. სამეფო ოჯახის წევრი სხვა სამხედროებთან ერთად სადილობს, მუშაობს და წრთვნებს გადის, თუმცა ამ ფოტოებში სულ სხვა რამის ამოკითხვაც შეიძლება.

როდესაც ერთნი პრინცი უილიამის გარეგნობით ტკბებოდნენ, უფრო დაკვირვებულებმა ფოტოებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოაჩინეს. რამდენიმე ფოტოზე პრინცი უილიამი კომპიუტერთან ზის, რომლებშიც სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტებია გახსნილი. ინფორმაციის მიღება მაგიდაზე განთავსებული წერილებიდანაც შეიძლებოდა.

ფოტოები საიტიდან სასწრაფოდ გააქრეს, ხოლო ჯარისკაცებს კომპიუტერებზე პაროლების შეცვლა მოსთხოვეს. მიუხედავად ამისა, ბრიტანული არმიისადმი ნდობა უკვე შემცირდა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს