დაზიანებულმა ბანკომატმა ხალხს ფული აჩუქა

დაზიანებულმა ბანკომატმა ხალხს ფული აჩუქა

შოტლანდიის ერთ-ერთი ადგილობრივი ბანკის, Bank of Scotland-ის ბანკომატი მოსახლეობას ზედმეტ ფულს აძლევდა.

შემთხვევა რუტერგლენში მოხდა. პატრულირების დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ბანკომატთან უჩვეულოდ დიდი რიგი შეამჩნიეს. პოლიცია დაინტერესდა, რის გამო იყო ამხელა აჟიოტაჟი.

როგორც აღმოჩნდა, ბანკომატის სისტემა აირია, რის გამოც ავტომატმა კლიენტებისთვის მოთხოვნილზე მეტი თანხის გაცემა დაიწყო. პოლიციამ მაშინვე შეატყობინა შემთხვევის შესახებ Bank of Scotland-ის წარმომადგენლებს.

კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ, ბანკის წარმომადგენლებმა ბანკომატის დეაქტივაცია შეძლეს, თუმცა იმ დროისთვის უამრავმა ადამიანმა უკვე შეძლო ბანკისგან "მოულოდნელი საჩუქრის" მიღება.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ Bank of Scotland-ი კლიენტების მიერ აღებული ზედმეტი თანხის უკან დაბრუნებას შეეცდება, თუმცა პრესაში წერენ, რომ ამის გაკეთება ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს