ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე დიდ მატყუარას ირჩევენ

ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე დიდ მატყუარას ირჩევენ

წელიწადში ერთხელ ბრიტანეთის პატარა ქალაქ სენტონ-ბრიდჯს უამრავი ადამიანი სტუმრობს, რათა მონაწილეობა მიიღოს მატყუარების კონკურსში და ”მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარას” ტიტული მოიპოვოს.

კონკურსის ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას იურისტები და პოლიტიკოსები ვერ მიიღებენ, ვინაიდან ორივე პროფესიის წარმომადგენლები ტყუილში კარგად არიან გაწაფულნი. შესაბამისად, მათ სხვა კონკურსანტების დაჯაბვნა არ გაუჭირდებათ.

ყოველი წლის ნოემბერში, კონკურსი World’s Biggest Liar (მსოფლიოს უდიდესი მატყუარა) მსოფლიოს მასშტაბით ეძებს მონაწილეებს.

მონაწილეებს 5 წუთი ეძლევათ. ამ დროის განმავლობაში მათ ხალხი ყველაზე რთულად წარმოსადგენ ტყუილში უნდა დაარწმუნონ. აკრძალულია ხუმრობა და ჩანაწერების გამოყენება.

ყველა დროის ყველაზე დიდ მატყუარად ჯონ გრემია აღიარებული, რომელიც 1994-2008 წლებში ”ყველაზე დიდი მატყუარას” ტიტულის შვიდგზის მფლობელი გახდა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს