ნატახტარში ჰაერი და მდინარე დაბინძურებული აღმოჩნდა

ნატახტარში ჰაერი და მდინარე დაბინძურებული აღმოჩნდა

მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ჰაერი მიკრობულად დაბინძურებულია. საგანგაშო მდგომარეობაა მდინარე ნარეკვავში, რომელიც არაგვში ჩაედინება, არაგვიდან კი სასმელი წყლით თბილისი მარაგდება. სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, სოფელ ნატახტარში ჰაერში ქიმიური ნივთიერებები მათ დასაშვებ კონცენტრაციას ორჯერ აღემატება, რამაც შესაძლოა, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს.

"მდინარე ნარეკვავის ნაპირზე, ნახშირბადის მონოქსიდი 2,7-ჯერ, გოგირდწყალბადი კი 1,25-ჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციებს. ობის სოკოს მაღალი შემცველობა და მეთანის არსებობა მიმდებარე ტერიტორიაზე ლპობით პროცესებზე მიუთითებს. მაღალი ტენიანობა და ორგანული ნაერთებით წყლის დაბინძურება ხელს უწყობს ჰაერის მიკრობულ დაბინძურებას. ლუდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის შედეგად წარმოქმნილი ორგანული ნაერთები გაწმენდის გარეშე ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაედინება მდინარე ნარეკვავში.

სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მაპროვოცირებელი, სხვა ფაქტორებთან ერთად შესაძლოა, გახდეს როგორც ობის სოკო, ასევე ლპობის პროცესის შედეგად წარმოქმნილი გაზები. მდინარის მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროა აღნიშნული გარემოება ეცნობოს გარემოს დაცვის სამინისტროს," - აღნიშნულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა