დუბაიში უცხოელ წყვილს ტაქსიში სექსისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

დუბაიში უცხოელ წყვილს ტაქსიში სექსისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

ბრიტანელ ქალსა და ირლანდიელ მამაკაცს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ დუბაიში, ტაქსიში სექსი ჰქონდათ.         

ბრიტანეთის მოქალაქე რებეკა ბლეიკი და ირლანდიელი კონორ მაკრედმონდი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. მათ უარი თქვეს თავი ბრალდებულად ეცნოთ "არაბთა გაერთიანებული საემიროების უპატივცემულობაში".

წყვილმა დანაშაული მხოლოდ მესამე ბრალდებაში - ”საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ალკოჰოლური სასმელის სმა”-ში აღიარა.

"სასამართლომ მათ 3-თვიანი პატიმრობა, დეპორტაცია და თითოეულს 3 000 დირჰამი (817 დოლარი) ჯარიმა შეუფარდა",- ამბობს ადვოკატი შაკერ ალ-შამარი, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თუ სასჯელი ძალაში დარჩება, პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, წყვილს ქვეყნიდან გააძევებენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.                        

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს