72 წლის ბაბუა ქალის სამოსის სარეკლამო სახე გახდა

72 წლის ბაბუა ქალის სამოსის სარეკლამო სახე გახდა

72 წლის ჩინელი მამაკაცი ბავშვებისა და ქალების სამოსის სარეკლამო სახე გახდა. მოხუცის სურათები ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე დაიდო.

სხეულით მოხუცმა, თუმცა სულით ახალგაზრდა ბაბუამ ლიუ სიანპინგმა ბავშვისა და ქალის სამოსი დიზაინერი შვილიშვილის ხათრით მოირგო. ლიუმ მოდელის როლი შესანიშნავად შეასრულა. ფერად კოლგოტებში, მოკლე ქვედაბოლოებსა და ქალების აქსესუარებში ბაბუა მშვენივრად გამოიყურებოდა.

რაც თავდაპირველად გართობა იყო, საკმაოდ წარმატებულ პიარ კამპანიად იქცა. მას შემდეგ, რაც სამოსის გაპიარება ბაბუამ დაიწყო, კაბების გაყიდვები რამდენჯერმე გაიზარდა.

გოგონამ ეს პროცესი ფირზე აღბეჭდა იმ იმედით, რომ კლიენტებს გაამხიარულებდა. მისი თქმით, ის არ ელოდა, რომ ეს ნაბიჯი მის ტანსაცმლის ხაზს დიდ წარმატებას მოუტანდა.

იხილეთ ვიდეო: 72 წლის ჩინელი ბაბუა ქალის ტანსაცმლის სარეკლამო სახე გახდა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს