ჩინური ოჯახის სახლი შუა ტრასაზე დგას

ჩინური ოჯახის სახლი შუა ტრასაზე დგას

ჩინეთის პროვინცია ჯეძიანში მცხოვრები მოხუცი, ლუო ბაოგენის და მისი მეუღლე შუა ტრასაზე ცხოვრობს, რომელზეც უამრავი მანქანა დაჰქრის. ტრასის ცენტრში ნახევრადდანგრეული შენობა დგას. პროექტის მიხედვით, ძველი შენობა უნდა დანგრეულიყო, გზა დაგებულიყო, ხოლო მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით თანხა უნდა გადაეცათ.

ამ კორპუსში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, რომლებმაც საკომპენსაციო თანხა აიღეს და სახლი დატოვეს, თუმცა ლუომ კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადა და ბინაში ცხოვრებას განაგრძობს. შესაბამისად, ადგილობრივი მთავრობა ბაოგენის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და კორპუსს ვერ ანგრევს. მართალია გზა ახალი გახსნილია, მაგრამ წყვილის ბინის გარშემო უკვე ათასობით მანქანა მოძრაობს.

წყვილი თვლის, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული თანხა ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმარისი არაა და უფრო მეტიც - ეს კორპუსი უფრო უყვართ, ვიდრე ახლადგარემონტებული შენობები. ადგილობრივი მთავრობა კორპუსის დანგრევას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც წყვილის წერილობითი თანხმობა ექნება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს