მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი გაიფურჩქნა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი გაიფურჩქნა

შვეიცარიაში, ბეზელის ბოტანიკურ ბაღში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი ტიტან არუმი გაიფურჩქნა. ყვავილს, რომლის სიმაღლე 2.27 მეტრია, ყვითელი გული და მუქი წითელი საკვამურის ფორმის ფოთოლი აქვს. მისი ბოლქვი 13 კგ-ს იწონის.

ამ მცენარის ყვავილობის სანახავად, ბაღში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ ყვავილს საშინელი სუნი აქვს.

მთელს მსოფლიოში ტიტან არუმის ყვავილობის მხოლოდ 134 შემთხვევაა დაფიქსირებული. მცენარე თბილ გარემოში იზრდება. მცენარე უკვე 17 წლისაა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პირველად გაიფურჩქნა. საერთოდ, ტიტან არუმის ყვავილობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით 20-40 წელში ერთხელ ხდება და სულ ორ დღეს გრძელდება.

ყვავილს ლეშის უსიამოვნო სუნი აქვს, რის გამოც მას ხშირად "ცხედრის ყვავილსაც" უწოდებენ. მისი არომატი და ფერი უამრავ მწერს იზიდავს.

ტიტან არუმს ბუნებრივი რელიეფის სახით მხოლოდ ინდონეზიის ჯუნგლები შეეფერება, ის კუნძულ სუმატრაზე ხარობს.

მომზადებულია dfm.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს