ლონდონში შიშველი მამაკაცი ჰერცოგის ძეგლზე აძვრა

ლონდონში შიშველი მამაკაცი ჰერცოგის ძეგლზე აძვრა

ლონდონის ცენტრში შიშველი მამაკაცი ჰერცოგის ძეგლზე ავიდა. მამაკაცი კემბრიჯის ჰერცოგის, პრინც ჯორჯის ძეგლზე მოკალათდა და გამვლელებს ხმამაღლა უყვიროდა. შიშველი "რაინდის" სანახავად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

პოლიციას მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტრაფალგარის მოედანი, თავდაცვის სამინისტრო და რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი მდებარეობს, 3 საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა და მამაკაცთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. 3 საათის განმავლობაში მამაკაცი ძეგლიდან არ ჩამოდიოდა. 3 საათის შემდეგ ის პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა.

პოლიციელების თქმით, მამაკაცს დააპატიმრებენ, თუმცა მანამდე საავადმყოფოში ფსიქოლოგიურ შემოწმებას გაივლის.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს