უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მუსულმანები აღაშფოთა

უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მუსულმანები აღაშფოთა

უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილ გულნარას საკუთარი თავაშვებული საქციელით უზბეკეთის კონსერვატიული საზოგადოების მრისხანება არაერთხელ დაუმსახურებია. ამჯერად, სკანდალი იოგას ვარჯიშის დროს გადაღებულმა ფოტოებმა გამოიწვია. მუსულმანები მისმა სიშიშვლემ აღაშფოთა. კარიმოვა ესპანეთში უზბეკეთის ელჩია, ასევე მომღერალი, დიზაინერი, მეწარმე და პრეზიდენტის პოტენციური მემკვიდრე.

40 წლის გულნარა კარიმოვამ ფოტოები Twitter-ში გამოაქვეყნა. ფოტოებზე მოკლე შარვალსა და მაისურში გამოწყობილი გულნარა "კატისა" და "ძაღლის" პოზას აჩვენებს.

ფოტოსესიამ მისი მიკრობლოგის უზბეკ მკითხველებში აღშფოთება გამოიწვია. მუსულმანები შეურაცხყოფილები იყვნენ იმით, რომ "უზბეკეთის პრინცესას" ძალიან ცოტა ტანსაცმელი აცვია, ხოლო პოზები ძალიან თამამია. ზოგიერთმა ბლოგერმა კი 40 წლის ასაკში შესანიშნავი ფიზიკური ფორმა შეუქო.

გულნარა, ცნობილია როგორც ელიტის წარმომადგენელი, რომელიც უზბეკეთის მოსახლეობის კრიტიკის ობიექტი ფუფუნებისა და პრივილეგიების გამო არაერთხელ გამხდარა. 2010 წელს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული ცნობებით, კარიმოვა "ქვეყანაში ყველაზე საძულველ პიროვნებად" ითვლება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს