ინდოელი ქალები მოძალადე ქმრებს უსწორდებიან

ინდოელი ქალები მოძალადე ქმრებს უსწორდებიან

ინდოეთის შტატში, უტარ-პრადეშში მცხოვრები ინდოელი ქალების ჯგუფი Gulabi Gang ქალების უფლებებს იცავს და იმ კაცებს არ სწყალობს, რომლებიც ცოლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ბამბუკის ჯოხებით შეიარაღებული ასობით ქალი მიდის ოჯახში და მოძალადე ქმარს ფიზიკურად უსწორდება.

ჯგუფში 10 000 ქალია გაწევრიანებული. ყველას ვარდისფერი სარი აცვია.

ჯგუფი 2006 წელს 5 შვილის დედამ, სამპატ პალ დევიმ ჩამოაყალიბა. ის მშობლებმა ძალიან პატარა გაათხოვეს. სამპატი ყოველთვის ღიზიანდებოდა ინდურ ოჯახებში ქალთა მდგომარეობით, სადაც ის მოსამსახურის ფუნქციას ასრულებდა და ქმარი სრულიად უმიზეზოდ სცემდა.

ვარდისფერი სარით მოსეირნე ქალებს მამაკაცები უკვე უფრთხიან. ამ ქალბატონების ძალისხმევით, ოჯახებმა პატარა გოგონების გათხოვება შეწყვიტეს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს