მოწევა "ალპობს" ტვინს

მოწევა "ალპობს" ტვინს

მოწევა "ალპობს" ტვინს, რაც მეხსიერების დაზიანებას გულისხმობს - ასეთ დასკვნამდე ლონდონის სამეფო კოლეჯის (King's College London) მკვლევარები მივიდნენ.

მეცნიერებმა 50 წელს ზემოთ ასაკის 8800 ადამიანი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოწევა იწვევს სისხლის მაღალ წნევას და მეხსიერების დაქვეითებას. სამეფო კოლეჯის მეცნიერები იკვლევდნენ კავშირს ინსულტს, გულის შეტევასა და ტვინის მდგომარეობას შორის.

მოხალისეებს კვლევის ფარგლებში ტვინის რამდენიმე სავარჯიშოც ჩაუტარდათ. მეცნიერებმა შეამოწმეს ახალი სიტყვების დამახსოვრების მათი უნარი. განმეორებითი ტესტები კვლევაში მონაწილე ადამიანებს ჯერ - 4, შემდეგ კი 8 წლის ინტერვალით ჩაუტარდათ. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოწევა და ცუდი მეხსიერება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ერთ-ერთი მკვლევარის, დოქტორ ალექს დრეგანის თქმით, "შემეცნებითი შესაძლებლობები ასაკთან ერთად კნინდება. ამიტომ უნდა ვაიძულოთ ადამიანები, შეცვალონ ცხოვრების სტილი, რომელიც მათი შემეცნებით შესაძლებლობების დაკნინების რისკს ზრდის" - განაცხადა დრეგანმა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტვინის ფუნქციების ნაადრევ დასუსტებას, დემენციის (ჭკუასუსტობის) გამოწვევა შეუძლია.

კვლევა ჟურნალ Age and Ageing-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს