ამერიკელი ატლანტის ოკეანის გადალახვას ჰელიუმის ბუშტებზე გამობმული სახლით აპირებს

ამერიკელი ატლანტის ოკეანის გადალახვას ჰელიუმის ბუშტებზე გამობმული სახლით აპირებს

გასულ კვირას, ამერიკელმა თავგადასავლების მოყვარულმა, ჯონათან ტრაპმა ჰელიუმის ბუშტებზე გამობმული კოტეჯით წარმატებით დაიპყრო ექვსკილომეტრიანი სიმაღლე.

ტრაპმა, რომელმაც საჰაერო ბუშტით ალპებს და ლამანშის სრუტეს გადაუფრინა, ახალი და ყველაზე რთული ექსპედიციისთვის მზადება დაიწყო. თავზეხელაღებულ მფრინავს სურს, რომ ატლანტის ოკეანეს ჰელიუმის ბუშტებზე გამობმული სახლით გადაუფრინოს.

ორდღიანი ექსპედიცია კონსტრუქციის საიმედოობის შესამოწმებლად ტარდება. ტრაპს საფრანგეთში ჩასვლა უნდა. მოგზაურს უკვე მომზადებული აქვს ნავი, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ წყალზე დაშვება დროზე ადრე მოუწევს.

პროექტის განსახორციელებლად 299 999 დოლარია საჭირო. ნაწილი ამ თანხიდან ბუშტების ჰელიუმით გაბერვას მოხმარდება. ჯონათანი ამ მოგზაურობაზე დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებს. 

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს