ავსტრიაში 18 ტონა შოკოლადი მოიპარეს

ავსტრიაში 18 ტონა შოკოლადი მოიპარეს

ყალბი საბუთების მქონე მძღოლმა ქალაქ ბლუდენცის ერთ-ერთი ქარხნიდან 18 ტონა შოკოლადი გაიტაცა. ამის შესახებ ავსტრიის სახელმწიფო არხი ORF იუწყება. სატვირთო მანქანის სლოვაკი მძღოლი ქარხანაში მივიდა და იქ საკუთარი მანქანა 33 ყუთი შოკოლადით დატვირთა, რომელიც ჩეხ შემკვეთთან უნდა ჩაეტანა. ქარხანაში მხოლოდ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მძღოლის საბუთები ყალბი იყო.

შეპირებულ შოკოლადს ჩეხეთშიც უშედეგოდ ელოდნენ. გამოირიცხა უბედური შემთხვევის ვერსიაც, რადგან სასაზღვრო პოლიციამ დააფიქსირა, თუ როგორ გადავიდა ქარხანაში დაფიქსირებული ნომრების მქონე საბარგო მანქანა სლოვაკეთის საზღვარზე.

პოლიცია საქმეს იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს შეუფარდებენ ”მსუნაგ” მძღოლს.

მომზადებულია ORF-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს