საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2012 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი - 1985 მლნ აშშ დოლარს, იმპორტი კი 6536 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მოცემულ პერიოდში 4551 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53%-ია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით დიდი ზრდა ექსპორტში 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში ფიქსირდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ