დუშეთის მაცხოვრებლები შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პოლიციის ახალი უფროსის, ზაზა კაკაჩიას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვენ. ამ მოთხოვნით 40-მდე ადამიანმა დუშეთის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კაკაჩიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.
ზაზა კაკაჩია დუშეთის პოლიციის უფროსად 3 კვირის წინ დაინიშნა. მანამდე ის შს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
"მისი დანიშვნის შემდეგ პოლიციელებმა დუშეთში არაერთი ადამიანი ცემეს. თვითონ პოლიციის უფროსი ადამიანებს ზედ აფურთხებს. სახლიდან გამოიყვანეს ბიჭი და ისე ცემეს. რომ შეეპასუხა, ამის გამო უფრო მაგრად ცემეს", - აღნიშნა აქციის მონაწილე დავით ქველაძემ.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
ასევე იხილეთ: ფიზიკური დაპირისპირება დუშეთში - ადგილობრივები პოლიციის ახალ უფროსს აპროტესტებენ