კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ თანამშრომლების დაახლოებით 40% სამსახურს დატოვებს. იაძის თქმით, სამსახურს ის ადამიანები დატოვებენ, რომლებიც არაპროფესიონლიზმით გამოირჩევიან და წლების განმავლობაში სააკაშვილის უკანონო სისტემას ემსახურებოდნენ.
"ძირითადად, გათავისუფლდებიან სოფლის გამგებლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უღირსად იქცეოდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ. თუმცა არიან ასევე პროფესიონალი კადრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ", - განაცხადა იაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ახალგაზრდული ფრთის ხელძღვანელმა რობერტ კავთიაშვილმა იაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა.