თელავის გამგებლის ორი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს

თელავის გამგებლის ორი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს

თელავში მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნულმა გამგებელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ ყურაშვილმა ორი მოადგილე, ვაჟა ზუროშვილი და თედო ხოსროშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის, მედეა კეკელიას განცხადებით, საკადრო ცვლილებები ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო ხორციელდება. გამგებლის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობებს "ქართული ოცნების" აქტივისტები - დავით ნაპირელი და ალექსანდრე თეგერაშვილი დაიკავებენ.

ორი კვირის წინ სამსახურიდან წასვლის მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორასზე მეტ თანამშრომელსაც დააწერინეს განცხადება.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა