"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს

"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს

ლეონარდოს "მონა ლიზაზე" იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მონტეფელტროს რეგიონის პეიზაჟია გამოსახული, დაასკვნეს იტალიელმა მკვლევარებმა. კვლევა 2012 წლის დეკემბერში წიგნ Code P-ში გამოქვეყნდება.

ურბინოს უნივერსიტეტის გეომორფოლოგმა ოლივია ნეშმა (Olivia Nesci) და მხატვარმა როზეტა ბორკიამ (Rosetta Borchia) დაადგინეს, რომ ჯოკონდას პორტრეტზე გამოსახული მდინარეები, ტბები და მთები, ცენტრალურ იტალიაში, მარკეს მთაგორიან რეგიონში მდებარეობს.

ლანდშაფტის თეორია მოდელის ვინაობის ახალ ინტერპრეტაციას ემთხვევა. მას შემდეგ, რაც ჯორჯო ვაზარიმ 1550 წელს ლეონარდოს ბიოგრაფია გამოაქვეყნა, ითვლებოდა, რომ მხატვრის მოდელი ფლორენციელი აბრეშუმის ვაჭრის, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლე ლიზა გერარდინი იყო. მაგრამ ვატიკანის არქივის ზედამხედველი რობერტო ძაპერი (Roberto Zapperi) ირწმუნება, რომ სინამდვილეში ლეონარდომ ცნობილი ქალბატონი პაციფიკა ბრანდანი დახატა, რომელიც უმბრისის საჰერცოგოში (მონტეფელტროს რაიონი) მივლენილი ჯულიანო მედიჩის საყვარელი იყო.

არქივარიუსის წიგნში ნათქვამია, რომ ბრანდანი მალევე გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჰერცოგს უკანონო ვაჟი გაუჩინა და მედიჩიმ მისი პორტრეტი შეუკვეთა.

ოლივიას თქმით, მან ძაპერის წიგნის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ არქივარიუსის ვერსია მის ვერსიას,  პორტრეტზე გამოსახული ლანდშაფტის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, ემთხვევა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს