გოგი გვახარია - "გლუკსმანს "ვაშინტონ პოსტშიც" შეუღწევია"

გოგი გვახარია - "გლუკსმანს "ვაშინტონ პოსტშიც" შეუღწევია"

კინომცოდნე გოგი გვახარია Washington Post-ში დაბეჭდილ სტატიას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ახალი ხელისუფლებას აკრიტიკებენ. "აუ, ამ გლუკსმანს "ვაშინტონ პოსტშიც" შეუღწევია ", - წერს გვახარია.

პოსტს რამდენიმე ცნობილი სახე უკეთებს კომენტარს.

"სადმე რუსები მაინც არ წერენ კარგს ჩვენზედ? კაცი პატრონი არა გვყავს?", - კითხვას სვამს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელსაც გოგი გვახარია პასუხობს - "პრავდაც კი არ წერს მართლა? ან კრასნაია ზვეზდა :)?".

შოუმენი ნიკა ქავთარაძის მოსაზრებით კი "მსოფლიოს ფინანსურად უჭირს და მიშა ამით სარგებლობს".

უკანასკნელ ხანებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრესტიჟული ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.

Washington Post-ში მიიჩნევენ, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.

სტატიაში სკეპტიკურად უყურებენ ასევე საქართველოს მომავალს ევროინტეგრაციის კუთხით.

ყურადღების მიღმა სტატიის ავტორებს არც პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის გადადება დარჩენიათ.

იხილეთ ბმული: "Washington Post - საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს