ყოფილი დიზაინერი და ამჟამად "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ტექსტს აქვეყნებს და დასძენს, რომ პრემიერს ელჩების შეცვლა მართებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს მცდარ ინფორმაციას აწვდიან.
"მართლა ვგულშემატკივრობ ბიძინა ივანიშვილს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და მართლა ეტყობა, რომ პატრიოტი კაცია და მეორეც, კიდევ მიზეზიც რომ არ მქონდეს, ნაციონალების ჯინაზე დავეხმარებოდი, როგორც შემიძლია. არ ვიღებ ხმას უკვე რამდენი კვირაა, მაგრამ ახლა ვაცხადებ. ამ კაცმა დასავლეთს თუ არ მიხედა და ამ გარეწარ ჩვენს ელჩებს, ტყუილში რომ ყავთ მთელი მსოფლიო, გაუჩალიჩებს ეს მიშა. გაუჩალიჩებს!",- წერს ბაკურაძე.
ბოლო დროს დასავლურ პრესაში ახალი ხელისუფლების კრიტიკის შემცველი არაერთი სტატია დაიბეჭდა.
ახლახან, ელჩების შეცვლის საკითხს "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც შეეხო, იგი ითხოვდა ივანიშვილისთვის აეხსნათ, რომ უცხოეთში მისი პოლიტიკის წარმოსაჩენად ძველი ელჩების მოშორებაა საჭირო: "ეს უცოდინრობაა თუ დივერსია???", - წერდა ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" ზურაბიშვილი გააქილიკა