დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი

დესპოტები და მათი საყვარელი სასმელი

ისტორიაში ცნობილი დიქტატორების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი არის მათი ტკბობა ფუფუნებითა და ექსტრავაგანტური ცხოვრების წესით იმ დროს, როცა უბრალო ხალხი შიმშილითა და სიღატაკით იტანჯება. საარაკოდ ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების სიყვარულიც მათი დაუცხრომელი წყურვილის ერთ-ერთი მხარეა.

კიმ ჩენ ირს, ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს, სხვა­დასხვა ახირება ჰქონდა. მაგალითად, სასმლიდან ამჯობინებდა კონიაკ "ჰენესის", რომელზეც სახელმწიფო ხაზინიდან ყოველ წელს 1 მლნ დოლარზე მეტი იხარჯებოდა.

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი დაუნდობელი ადამიანი კი არ იყო მხოლოდ, ისლამის მოთხოვნებსაც არღვევდა, ძირითადად, ალკოჰოლის მიღებით. მისი საყვარელი სასმელი იყო წითელი ღვინო Mateus Rose.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სამუშაო მაგიდაზე, სასახლიდან მისი გამოძევების შემდეგ, იპოვეს მისი საყვარელი ვისკი Johnie Walker Black Label.

რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ გარდაცვალებამდე ტკბებოდა შამპანურით Chivas Regal.

ჩინეთის სოციალისტური პარტიის დამაარსებელ მაო ძედუნს, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს, ჰყვარებია ჩინური ლიქიორი "მაოტაი".

კუბის ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროს არა მხოლოდ სიგარები უყ­ვარს, ასევე სიამოვნებით სვამს მოჰიტოს დაVuba Libre-ს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ კასტროს კარგი შოტლანდიური ვისკიც უყვარს.

ზიმბაბვეს მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თავის 85-ე წლისთავზე 2 ათასი ბოთლი შამპანური Bollinger და Moet & Chandon შეუკვეთა.

სტალინი ყოველთვის სთავაზობდა თავის სტუმრებს არაყს, თუმცა თვითონ ალკოჰოლზე უარს ამბობდა, რათა ფხიზელს მიეღწია სასურველი შედეგისთვის. ისე კი, მოცალეობის ჟამს, არყის გარდა, უყვარდა ნახევრად ტკბილი ქართული ღვინო "ხვანჭკარა".

The Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს