ტაქსის მძღოლმა კლიენტს დაკარგული 900 000 დოლარი დაუბრუნა

ტაქსის მძღოლმა კლიენტს დაკარგული 900 000 დოლარი დაუბრუნა

პატიოსანმა სინგაპურელმა ტაქსის მძღოლმა კლიენტებს - ტაილანდელ ცოლ-ქმარს მანქანაში დარჩენილი ფული დაუბრუნა. პაკეტში 900 000 აშშ დოლარი იდო.

ტაქსის მძღოლის განცხადებით, როგორც კი პაკეტის შიგთავსი ნახა, მაშინვე სატრანსპორტო კომპანიის ოფისში გაემართა და მომხდარის შესახებ აცნობა. "ფულის დატოვება არ შემეძლო. მე ხომ არ მეკუთვნოდა, რა უნდა მექნა ამ თანხით?", - ამბობს მძღოლი. 

მალე ტაილანდელი ცოლ-ქმარი იმ სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, რომლითაც ისარგებლეს. ტაქსის მძღოლმა მათ ფული ხელუხლებლად გადასცა. წყვილმა პატიოსანი მძღოლი ფულით დაასაჩუქრა.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კლიენტებს ადგილობრივი ტაქსით სარგებლობისას მანქანაში დარჩენიათ. ასეთი შემთხვევა 2009 წელსაც მოხდა. მაშინ სინგაპურის ტაქსით სარგებლობისას კლიენტებს მანქანაში 5 კგ ოქრო დარჩათ. მძღოლი დანაკარგი მგზავრს მაშინაც დაუბრუნა. 

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს