ბელგიელმა 19 წლიანი ქორწინების შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლი ტრანსსექსუალია

ბელგიელმა 19 წლიანი ქორწინების შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლი ტრანსსექსუალია

ბელგიელმა 19 წლიანი ქორწინების შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლი ტრანსსექსუალია და განქორწინება მოითხოვა, ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი 19 წლის განმავლობაში მაუპატიურებდნენ. ბელგიაში ჩემი მეუღლე მე ჩამოვიყვანე. სასამართლოს მის წარმომავლობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდა და არაერთი ეჭვი გამოითქვა დოკუმენტებთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც მიიღეს. მე მას მიმზიდველ, ნამდვილ ქალად მივიჩნევდი. არაფერი მამაკაცური არ ჰქონდა", - აცხადებს 64 წლის იანი.

იანი არაფრით იჯერებდა, რომ მისი მეუღლე მამაკაცის სხეულში დაიბადა, თუმცა მეგობრები და ნათესავები ჭორებს ავრცელებდნენ.

"კედელთან მივიმწყვდიე და ვუთხარი, რომ სიმართლე ეთქვა მისი სქესის შესახებ. მან მითხრა, რომ სქესი შეიცვალა. და ვინაიდან ამის შემდეგ თავს სრულფასოვან ქალად თვლიდა, არ მიიჩნია საჭიროდ, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვა. ჩემი სამყარო დანგრეულია", - აცხადებს იანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამაკაცი მის 48 წლის მეუღლეს, მონიკას, 19 წლის წინ შეხვდა. მონიკა იანის ოჯახში ძიძად მუშაობდა. იანმა გადაწყვიტა, ცოლს გაყროდა და ინდონეზიელი ძიძა შეერთო. მას აწყობდა ისიც, რომ მონიკა მშვენივრად უგებდა მის ბავშვებს და საკუთარის გაჩენას არ აპირებდა.

ამჟამად იმედგაცრუებული მეუღლე ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს