ყვარელში კანალიზაციის სუნი აწუხებთ. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 2 თვის წინ, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ყვარლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმოდ აღნიშნა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იქ სადაც მუნიციპალიტეტის მთავარი ადმინისტრაციული ობიექტებია განლაგებული, კანალიზაციის სუნი იგრძნობა.
ადგილობრივები ამის მიზეზად უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებენ.
ყვარლის გამგებლის მოადგილის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, ჯერ უცნობია, არის თუ არა ეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ბრალი. "საკითხზე ექსპერტები მუშაობენ და დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.