ქართველმა რეკორდსმენმა 8-ტონიანი სატვირთო მანქანა ცალი ყურით გაათრია

ქართველმა რეკორდსმენმა 8-ტონიანი სატვირთო მანქანა ცალი ყურით გაათრია

ქართველმა ათლეტმა ლაშა პატარაიამ დღეს მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

პატარაიამ 8 ტონისა და 280 კილოგრამის წონის სატვირთო მანქანა ცალ ყურზე მობმული თოკით 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გაათრია.

მსოფილო რეკორდი დღეს რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. მას რეკორდსმენთა კავიშირის, სპორტის სამინისტროს, ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა და უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნში აისახება.

ლაშა პატარაიასთვის დღევანდელი რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის პატარაიას ყურებით გათრეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო შვეულმფრენი და ამჯერად უკვე 8-ტონიანი სატვირთო ავტომობილი.

როგორც სპორტსმენი აცხადებს, ის ვარჯიშს განაგრძობს, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას და საინტერესო, სანახაობრივი რეკორდების დამყარებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს