Washington Post-ში საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნებით აღშფოთებულმა ქართველმა მომხმარებლებმა გამოცემის ფეისბუქის გვერდის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
"საქართველო საკუთარ საქმეებს თვითონვე მიხედავს", "თქვენი სტატია მიკერძოებულია", "ქართველი ხალხი Washington Post-ისგან მობოდიშებას მოითხოვს", "რასმუსენიადა გრძელდება" - წერენ მომხმარებლები. განსაკუთრებით სახალისო კი ვინმე თამუნა თაბუკაშვილის კომენტარი აღმოჩნდა, რომელმაც Washington Post-ს ხალხური ლექსიც კი მიწერა.
არ გირჩევთ, ჩვენს გაბრაზებას, თორემ...
სამშობლოს ვერვინ წაგვართმევს
ნურც ვინმე შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დაგაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება!!!
ანალოგიური "შეტევა" ორი კვირით ადრე ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ფეისბუქის გვერდზეც განხორციელდა. როგორც ჩანს, მათ გაითვალისწინეს რასმუსენის თხოვნა და ამჯერად Washington Post-ის მიმართ საკუთარი გულისწყრომა ინგლისურ ენაზე გამოხატეს.
შეტევის იდეა ”ფორუმ.ჯი”-ზე წარმოიშვა და როგორც ჩანს, შეტევის ორგანიზებაც ფორუმის მომხმარებლების ძალებით განხორციელდა.

