კახი ღვინიაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

კახი ღვინიაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი, კახი ღვინიაშვილი, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. ბრალდებული მის დაკავებას სიღნაღის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს უკავშირებს.

შესაბამისი განცხადებით ბრალდებულმა კახეთის საოლქო პროკურორს მიმართა. კახი ღვინიაშვილის ადვოკატი, თამაზ კილანავა აცხადებს, რომ ღვინიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები პროკურატურას არ აქვს.

ადვოკატის განცხადებით, ღვინიაშვილისთვის შერაცხული ბრალდების ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთი "ბარი 2007"-ის წარმომადგენლის, ოთარ კოკილაშვილის ცილისმწამებლური ჩვენებაა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა