ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ახლადაღდგენილი სტალინის ძეგლის დაზიანების გამო მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა პოლიციას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. შს ახმეტის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
"ძეგლი დაზიანებულია. ეს არის ადგილობრივი ქონება, მემორიალი, რომელშიც საკრებულომ ფული გადაიხადა. მოხდა მისი ნაწილის ხელყოფა, მოჭრა, ჩამოგდება და დაზიანება, რის გამოც პოლიციამ საქმის შესწავლა დაიწყო," – განაცხადა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაქარია ქინქლაძემ.