ყველაზე ტატუირებული ადამიანი ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

ყველაზე ტატუირებული ადამიანი ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

სოციალურ ქსელ Facebook-ის ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ქვეყნის ყველაზე ტატუირებული ადამიანი, ვლადიმერ ფრანცი დაასახელა. როგორც გამოცემა The Daily Mail იტყობინება, თაყვანისმცემლების იდეას თავად ფრანცმაც დაუჭირა მხარი.

ვლადიმერ ფრანცი მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდაჭერით არის ცნობილი. "რატომ მაინც და მაინც მარიხუანა მოხვდა საშიში მცენარეების სიაში. გარკვეული დოზით მარილიც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, მაგრამ მარილის მოხმარებას ხომ არავინ კრძალავს?", - აცხადებს ფრანცი საკუთარ ვიდეობლოგზე.

ვლადიმერ ფრანცი 1959 წელს პრაღაში დაიბადა. მისი სახე თითქმის მთლიანად სვირინგით არის დაფარული, მას ტატუირებული აქვს სხეულის 90%.

ამჟამად ის პრაღის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს და ჩეხური პოსტმოდერნისტული დრამის არაოფიციალურ ხელმძღვანელად მიიჩნევა. ის ასევე თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორებს შორის თვალსაჩინო ფიგურაა.  53 ფრანცს იურისპრუდენციაში სადოქტორო დისერტაციაც აქვს დაცული.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს