იოკო ონომ ჯონ ლენონის პატივსაცემად კოლექცია შექმნა

იოკო ონომ ჯონ ლენონის პატივსაცემად კოლექცია შექმნა

იოკო ონომ მამაკაცის ტანსაცმლის უჩვეულო კოლექცია შექმნა - შარვლის უბეზე ხელის მტევანი, ამოჭრილი მკერდი და უკანალი.

კოლექცია ონომ Opening Ceremony-სთვის შექმნა. მას საფუძვლად ონოს ჩანახატები "მოდა მამაკაცებისთვის" დაედო, რომელიც მან ჯონს 1969 წელს ქორწილზე აჩუქა. მისი თქმით, ეს ნახატები ლენონის "სექსუალური სხეულის" პატივსაცემად შექმნა. "ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღფრთოვანდა და კიდევ უფრო შემიყვარა",- ამბობს იოკო.

თანამედროვე კოლექციას "მამაკაცების მოდა - 1969-2012" ჰქვია. იგი 18 ნივთისგან შედგება და შეზღუდული რაოდენობით გამოვა. მასში შედის - შარვალები შიშველი უკანალით, ვარდისფერი პიჯაკები, ბადიანი მაისურები, სამუხლეები, ჩექმები და მამაკაცის ბუსტჰალტერიც კი.

კოლექციის შეძენა ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და ტოკიოში და ასევე, ონლაინ ვაჭრობითაა შესაძლებელი. ტანსაცმელი 25-დან 750 დოლარამდე ეღირება.

1968 წლის ლეგენდარული ჩანახატი

მომზადებულია belik-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს