ნაპოლეონის წერილი აუქციონზე გაიყიდა

ნაპოლეონის წერილი აუქციონზე გაიყიდა

ნაპოლეონ ბონაპარტის წერილი, რომელშიც იგი კრემლის განადგურებს გეგმების შესახებ იტყობინება, საფრანგეთში აუქციონზე გაიყიდა.

დაშიფრული გზავნილი 1812 წლის 20 ოქტომბრითაა დათარიღებული და ხელმოწერილია სახელით "ნაპ". მისი ადრესატი საფრანგეთის საგარეო მინისტრი იუგ ბერნარ მარეა.

"22-ში, დილის სამ საათზე კრემლს ავაფეთქებ", - ნათქვამია წერილში.

ორგანიზატორები წერილის გაყიდვას 10-15 ათას ევროდ ვარაუდობდნენ, მაგრამ საბოლოო ფასმა 187,5 ათასი ევრო შეადგინა.

ნაპოლეონის არმია მოსკოვში 1812 წლის 14 სექტემბერს შევიდა და ქალაქში თვეზე მეტხანს დარჩა. 20 ოქტომბერს ფრანგები საკვების უკმარისობისა და ჯარის დაბალი მორალური სულისკვეთების გამო, იძულებული გახდნენ, მოსკოვი დაეტოვებინათ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს