"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თემურ მოქია ტოვებს. გამოცემის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ, ახალ ფრაქციას ქმნიან სახელწოდებით "ოზურგეთელი."
ახალ ფრაქციას სათავეში თემურ მოქია ჩაუდგება, მისი წევრები იქნებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე თამაზ სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე, მაჟორიტარი დეპუტატები: პაატა კიღურაძე, მერაბ მჟავია და ნესტორ ჟღენტი.