კატა მუდმივად უკმაყოფილო სახით

კატა  მუდმივად უკმაყოფილო სახით

ამერიკის შტატ არიზონაში ცხოვრობს კატა, რომელსაც ვერც თევზით ასიამოვნებ და ვერც მოფერებით. ამ უცნაური კატის პატრონი ტაბატა ბუნდესენია. შინაურ ცხოველს ტარდი ჰქვია.

სწორედ ტაბატამ განათავსა მარად უკმაყოფილო კატის ფოტო ინტერნეტში და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. განთავსებიდან 48 საათში უჟმური კატის ფოტოს 25 000 ხმა მიანიჭეს. მალე ტარდს უამრავი ფანი გამოუჩნდა და კატას საკუთარი საიტი და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდიც კი შეუქმნეს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი გამომეტყველებისა, კატა თავს ზუსტად ისე გრძნობს, როგორც კატისებრთა  ოჯახის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი. მისი უკმაყოფილო სახე იშვიათი გენეტიკური ანომალიის დამსახურებაა. ამ გენეტიკურმა აშლილობამ კატას სახის ასეთი ნაკვთები ჯერ კიდევ ჩანასახში ჩამოუყალიბა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს