საპარსი კრემი ბეკონის არომატით

საპარსი კრემი ბეკონის არომატით

ორმა ამერიკელმა მეწარმემ, ჯასტინ ეშმა და დევიდ ლეფკოვმა წვერის საპარსი კრემი გამოიგონეს, რომელსაც ბეკონის სუნი აქვს. სულ ასეთი უნიკალური კრემის 2500 ქილა გამოვიდა.

მეწარმეები კლიენტებს ურჩევენ, წვერის პარსვისას სწორედ მათი ნაწარმი აირჩიონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაემანზე მიდიან. მათი თქმით, ბეკონის სურნელიანი საპარსი ქაფი არცერთ ქალს არ ტოვებს გულგრილს.

ეს ჯასტინისა და დევიდის პირველი პროდუქტი არაა. მწარმოებელთა კრეატიულმა დუეტმა უკვე გამოუშვა ტუჩის ბალზამი, ასევე ბეკონის არომატით.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს