ახალი მთავრობა დღეს არსებული საჯარიმო სანქციების გადახედვას გეგმავს

ახალი მთავრობა დღეს არსებული საჯარიმო სანქციების გადახედვას გეგმავს

ახალი მთვარობა დღეს არსებული საჯარიმო სანქციების გადახედვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მოქმედი ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია და ამ დროისთვის მათ შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შესაბამისი ცვლილება კანონშიც შევა. მისივე ინფორმაციით, საგადასახადო გაცილებით ლოიალური გახდება და შემოსავლების სამსახურის სერვისების საფასურიც შემცირდება.

რაც შეეხება სალარო საკონტროლო აპარატებთან დაკავშირებულ ცვლილებას, "საგადასახადო აგენტები", რომლებიც 3 დეკემბრიდან გააქტიურდნენ, "საკონტროლო შესყიდვების" დროს ფარული კამერებით ისარგებლებენ.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თავდაცვის მიზნით, ყველა შემსყიდველს ფარული კამერა ექნება. ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში კი მათ მიერ დაკისრებული ჯარიმა ბათილად ჩაითვლება.

საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან ჩეკში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ