დედამიწის ყველაზე მხცოვანი მაცხოვრებელი, ამერიკელი ბესი კუპერი ჯორჯიანას შტატში მოხუცებულთა თავშესაფარში 116 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კუპერის ნათესავების თქმით, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე იგი კუჭის ინფექციით დაავადდა.
გინესის რეკორდების წიგნის მესვეურებმა დედამიწის ყველაზე მხცოვანი მაცხოვრებლის სტატუსი ბესი კუპერს 2012 წლის იანვარში მიანიჭეს. მისი ასაკი დოკუმენტურად დადასტურებული იყო. მაისში გაირკვა, რომ ბრაზილიელი მარია გომეს ვალენტინი კუპერზე 48 დღით უფროსი იყო და ამერიკელმა ტიტული დაკარგა. მაგრამ ივნისის ბოლოს გომეს ვალენტინი გარდაიცვალა და ბეს კუპერი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი ადამიანი გახდა.
პლანეტის უხუცესი ადამიანის წოდება ახლა 115 წლის იტალიელ დინა მანფრედინის ეკუთვნის, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს.
მომზადებულია Associated Press-ის მიერ.